ურეკში გამგებელმა ამომრჩევლებს სამშენებლო მასალები დაურიგა

ურეკში გამგებელმა ამომრჩევლებს სამშენებლო მასალები დაურიგა

წვერმაღას დასახლებაში, დაბა ურეკის გამგებელმა მოსახლეობას არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამშენებლო მასალა სახლში მიუტანა.

 მოსახლეობა ამბობს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა, გია ხანალაშვილმა კი სამშენებლო მასალები საკუთარ ავტოფარეხში შეინახა.

ადგილობრივი მცხოვრების მედიკო ცერცვაძის განცხადებით, სამშენებლო მასალები „ნაციონალების“ მხარდამჭერებმა მიიტანეს.

 „მოსახლეობამ რამდენჯერმე ვიჩივლეთ და განცხადება დავწერეთ, რომ გზები არ კეთდებოდა, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშენებლო მასალების დარიგება წინა დღეს გადაწყვიტეს“,-აცხადებს ცერცვაძე.