როგორ უმტკიცებენ ერთგულებას სააკაშვილს საარჩევნო კაბინებში

როგორ უმტკიცებენ ერთგულებას სააკაშვილს საარჩევნო კაბინებში

"ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არა მარტო საარჩევნო უბნებთან აფიქსირებენ პრეზიდენტისადმი ერთგულებას, არამედ საარჩევნო კაბინებშიც.

 მცხეთის 27-ე საარჩევნო ოლქში, მე-5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა თემურ მარტოლეკმა საარჩევნო ბიულეტენებს ფოტო გადაუღო.

ფოტოკამერის ჩხაკუნის ხმის გაგონებისთანავე დამკვირვებლებმა, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა და კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყიფშიძემ ეს ფაქტი დააფიქსირეს.

მარტოლეკს ორივე ბიულეტენში ნომერი ხუთი ჰქონდა შემოხაზული.  ბუნებრივია, ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, მარტოლეკის ბიულეტინების გაბათილდა.