„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ორი დაზარალებული წევრი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადმოიყვანა

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" ორი წევრი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადმოიყვანა.

მისი თქმით, ზოგიერთმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დაზარალებულებს პატარა ნაკაწრები ჰქონდათ, თუმცა მისივე განმარტებით, რეალური სურათი საპირისპიროა.

„ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის წევრის კაკო ბეგაშვილის თქმით, მისი თანაპარტიელები ინგა ბერიაშვილი და შოთა ჯოხაძე, გუშინ გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ახაშენთან სცემეს, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

ბეგაშვილი აცხადებს, რომ ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ სცემეს, როდესაც „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კენჭისყრის დღისთვის ბიჯებს ურიგებდნენ.

„30–მდე თავდამსხმელი, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებს ხელკეტებს ურტყამდნენ 10–ზე მეტი მაქანით იყვნენ. „ქართული ოცნების“ 2 დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გურჯაანის სამედიცინო ცენტრში აღმოუჩინეს, გამთენიისას კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა", – განაცხადა კაკო ბეგაშვილმა.