„ამომრჩეველთა ლიგის“  ინფორმაციით, ქუთაისში თაბუკაშვილის 173 ნომერში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების  24 ოჯახი სიაში არ აღმოჩნდა

„ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, ქუთაისში თაბუკაშვილის 173 ნომერში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების 24 ოჯახი სიაში არ აღმოჩნდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ქეთი ჭავჭანიძის განცხადებით, ქუთაისში  თაბუკაშვილის 173 ნომერში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების 24 ოჯახი სიაში არ აღმოჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს ჭავჭანიძემ განუცხადა, აღნიშნულ პირებთან სამი დღით ადრე იმყოფებოდნენ პიროვნებები, რომლებმაც ოჯახები აღწერეს.

„მე დამიკავშირდა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიდან ერთ-ერთი ოჯახის წევრი მიხეილ გერაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე მისულებს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ.

 მან ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მათთან პიროვნებები იმყოფებდნენ, რომლებმაც  ოჯახები აღწერეს და  მიუთითეს,  რომ   ხმა 93-ე უბანზე უნდა მიეცათ,თუმცა აღნიშნულ  უბანზე მისულებს,  ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ, რის შემდეგაც ისინი  ახლო- მახლო მდებარე ყველა უბანზე გადავიდნენ, თუმცა სიაში არც იქ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ჭავჭანიძემ.

მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობაში.