გარდაცვლილი ბავშვის დეიდა იმ პროვნებას ასახელებს, ვინც ემუქრებოდა

გარდაცვლილი ბავშვის დეიდა იმ პროვნებას ასახელებს, ვინც ემუქრებოდა

გარდაცვლილი 9 თვის ბარბარე რაფალიანის დეიდამ დალი მექერიშვილმა იმ პიროვნების სახელი და გავრი დაასახელა, ვინც მას ემუქრებოდა.

 ეს პიროვნება გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილი გიორგი მექერიშვილი გახლავთ, რომელიც თბილისში, ძალოვან სტრუქტურებში   მუშაობს.

„ბავშვის გარდაცვალებაში უშუალოდ მექერიშვილს ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს გამოძიების საქმეა, თუმცა სწორედ ის იმუქრებოდა, თანხას მთავაზობდა და "ნაციონალების" სასარგებლოდ 10 ხმას მთხოვდა",- აცხადებს გარდაცვლილის დეიდა და ამბობს, რომ დღეს დილით გაჩხრიკეს მისი მეგობრის სახლი.

9 თვის ბარბარე რაფალიანი ჯერჯერობით სახლში არ გადაუსვენებიათ, ასევე უცნობია, დამთავრდა თუ არა ექსპერტიზა.

სახლში იმყოფება აგრეთვე ბავშვის მამა პავლე რაფალიანი, რომელიც გურჯაანის პოლიციამ წუხელ დაკითხვაზე წაიყვანა, დაკითხვა ადვოკატების გარეშე ჩატარდა.