ადელმა ავსტრალია დაიპყრო

ადელმა ავსტრალია დაიპყრო

ბრიტანელი მომღერალი ადელის ალბომმა “21” ავსტრალიაში პოპულარობის ყოველგვარი რეკორდები მოხსნა. ეს ჩანაწერი უკვე მე-17 კვირაა ადგილობრივი მუსიკალური ჰიტ-პარადების უცვლელი ლიდერია.

 

ადელის ალბომმა გააუმჯობესა მწვანე კონტინენტზე წინა საუკუნეში დაფიქსირებული რამდენიმე მიღწევა. თავის დროზე “The Beatles”-ის “თეთრი ალბომი”, “ABBA”-ს “The Best of ABBA”, ჯგუფი “Skyhooks”-ის ალბომი “Living In the 70s” და საიმონისა და გარფუნკელის ჩანაწერი “Bridge Over Troubled Water” ავსტრალიურ მუსიკალურ რეიტინგებს ზედიზედ 16 კვირის განმავლობაში ედგნენ სათავეში.

 

პოპულარობის მიხედვით საერთო ავსტრალიური რეკორდი ეკუთვნის მიუზიკლი “მუსიკის ჰანგების” საუნდტრეკს, რომელიც ადგილობრივ მუსიკალურ რეიტინგებს ზედიზედ 76 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

 

ადელის ნამუშევარი “21” მიმდინარე წლის მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალურ ალბომადაა დასახელებული.

 

ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.

 

სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა

.

ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.

 

დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

.

ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვიდა. ეს ნამუშევარი მეცხრე თვეა ბრიტანული ჰიტ-პარადების პირველი სამეულის უცვლელი წევრია.