რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ჯგუფი “Quenn” თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, ამერიკული მუსიკალური გამოცემა “Billboard”-ის მიერ შექმნილ მუსიკალურ-სოციალურ ჩართებში მოხვდა. ჯგუფმა ამ ჩამონათვალში საპატიო მე-15 ადგილი დაიკავა.
“Billboard”-დმა სპეციალური სოციალური ჩართი 2010 წლის დეკემბერში ჩამოაყალიბა. ის ითვალისწინებდა ამა თუ იმ მუსიკოსისა ან ჯგუფის აქტიურობას ისეთ გავრცელებულ სოციალურ ქსელებში როგორებიც არიან Facebook, Twitter, You Tube, My Space, Vevo და iLike.
ამ საპატიო სიაში “Quenn”-ის გამოჩენა ძირითადად განპირობებულია იმ მიზეზით, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ლეგენდარულ ფრედი მერკურის დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. ამ დღეს You Tube-ზე ერთდროულად 17 ვიდეორგოლი განთავსდა, სადაც ცნობილი მუსიკოსები თავიანთ შემოქმედებაზე მერკურის დიდ გავლენაზე საუბრობდნენ.
“Billboard”-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჯგუფს 96 ათასი ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.
“Billboard”-ის მუსიკალურ-სოციალური ჩართის პირველ ათეულში ამჟამად შემდეგი მუსიკოს შემსრულებლები იმყოფებიან.
1. ჯასტინ ბიბერი
2. რიანა
3. ლედი გაგა
4. შაკირა
5. ადელი
6. მაიკლ ჯექსონი
7. ქეთი პერი
8. ემინემი
9. Pitbull
10. დევიდ გეტა