ჯორჯ კლუნი კვლავ შეყვარებულია

ჯორჯ კლუნი კვლავ შეყვარებულია

ჰოლივუდის ვარსკვლავი და მილიონობით ქალის გულთამპყრობელი, ჯორჯ კლუნი, ცოტა ხნის თავის შეყვარებულს, ელიზაბეტ კანალისს დაშორდა. მსახიობს მასთან ხანგრძლივი სერიოზული რომანი ჰქონდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათმა ურთიერთობამ დროს მაინც ვერ გაუძლო. მაგრამ კლუნი მარტო დიდხანს არ დარჩენილა. მან მალევე იპოვა ახალი სატრფო.

 

ეს გახლავთ ტელეშოუ „ვარსკვლავებთან ცეკვების“ მონაწილე და რესლინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი სტეისი კიბლერი. ერთხანს წყვილი თავიანთ ურთიერთობას მალავდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ნათელი გახდა.

 

ორიოდე დღის წინ კლუნი და კიბლერი ტორონტოში კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი გახლდათ ფილმი „შთამომავლობა“, რომელშიც ჯორჯ კლუნი ეპიზოდურ როლს ასრულებს. წყვილი ფოტოგრაფებს ამჯერად აღარ დამალვია, რამაც ჟურნალისტებს მისცა მიზეზი იფიქრონ, რომ მათი ურთიერთობა სერიოზულია

 

როგორც კლუნის და კიბლერის მეგობრებმა აღნიშნეს, ისინი ერთმანეთს გაზაფხულიდან ხვდებიან. ამასთან, ლამაზმანმა ჯორჯთან კომოს ტბაზე მდებარე ვილაზე სტუმრობაც მოასწრო.