გოგა ხაინდრავა უკვე დაკითხვაზეა

გოგა ხაინდრავა უკვე დაკითხვაზეა

საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა, პოლიციის უკვე დაკითვხვაზეა. 

ხაინდრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 21:00 საათისთვის დაიბარეს და ისინი ამ დროისთვის უკვე პოლიციაში იმყოფებიან.

პროკურატურის წარმომადგენლებმა  ხაინდარავას ტელეკომპანია მაესტროს ეთერის დასრულების შემდეგ მიაკითეს.  

გადაცემა "არგუმენტების დატოვება მოუწია   ხაინდრავას ადვოკატს  გელა ნიკოლეიშვილს, მას სწორედ  გადაცემის მიმდინარეობისას მიაწოდეს  ხაინდრავას პოლიციაში დაბარების ინფორმაცია.  

 ხაინდრავა  დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონიერ ქურდებს შორის საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სადაც გოგა ხაინდრავას გვარი ფიგურირებს.

"რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისგან, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება. დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საფრანგეთის სასამართლოს სანქციით ჩვენ ეს მასალა ოფიციალურად გადმოგვეცა. საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედეების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჟგუფების შექმნას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცველები ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებენ", - განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ.