სელენა გომესი: ცნება „საუკეთესო მეგობარი“ სასაცილოდ ჟღერს (VIDEO)

სელენა გომესი: ცნება „საუკეთესო მეგობარი“ სასაცილოდ ჟღერს (VIDEO)

თინეიჯერების საყვარელი მსახიობი და მომღერალი,  სელენა გომესი, ერთ-ერთ, უცხოურ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მეგობრობასა და მეგობრებზე საუბრობს. მისი თქმით, მცნება „საუკეთესო მეგობარი“ სასაცილოდ ჟღერს, რადგან ასეთი ადამიანების მოძებნა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, გოგონა ანიშნავს, რომ 5 ყველაზე ახლო ადამიანი ჰყავს და ესენი ჯენიფერ სტოუნი, ეშლი, ტეილორ სვიფტი და მისი ორი ბიძაშვილი არიან. „ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და მიხარია, რომ ყოველთვის ჩემს გვერდში დგანან“-ამბობს გომესი და დასძენს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა შემდეგში უთქვამს: „როგორ მოვუშვი ახლოსო?“

სელენა სინამდვილეში ძალიან გულუბრყვილოა და აღიარებს, რომ ასეთი ადამიანებისთვის რამდენიმე შანსი ბევრჯერ მიუცია, მაგრამ „თუ ადამიანს აპატიებ და ის იმავე ქმედებას გააგრძელებს  ე.ი ის ვეღარასდროს გამოიცვლება."