ესპანეთის პოლიციას ამ წუთისთვის მადრიდის პარლამენტის შენობა მთლიანად ალყაში ჰყავს მოქცეული, შენობის გარშემო რკინის ბარიერებიც არის. ეს საგანგებო ზომები პოლიციამ დემონსტრანტთა შიშით მიიღო.
ქვეყანაში საპროტესტო აქციების Occupy Congress-ის მორიგი ტალღა მიმდინარეობს. ესპანელები ქვეყანაში მთავრობის მკაცრ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და ბიუჯეტის სეკვესტრს აპროტესტებენ.
სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობა Indignados-ის განცხადებით, ისინი „დემოკრატიისთვის წართმევისთვის“ აპირებენ ბრძოლას.