მსოფლიო ვარსკვლავები რეკორდების წიგნში

მსოფლიო ვარსკვლავები რეკორდების წიგნში

ლედი გაგა, ადელი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, U2 და მსოფლიოს სხვა ვარსკვლავები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. მათ ეს ტიტული კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის დაიმსახურეს.

 

ლედი გაგამ მოახერხა და მისი სინგლი "Poker Face" 83 კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილზე ამერიკის ცხელი სიმღერების ჩარტში. მას სოციალურ ქსელ თვითერზე 11,259,372 მიმდევარი ყავს, ეს კი კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ რითაც მან კიდევ ერთი ადგილის დაკავება შეძლო გინესების წიგნში.

 

ჯასტინ ბიბერის მიღწევა კი ყველასათვის ცნობილია, მან "You Tube"-ზე 463,820,304 like დააგროვა 2011 წლის თებერვალში.

 

VMA-ის ფავორიტმა ადელმა კი მოახერხა და მისი ორი ალბომი ერთდროულად მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის ხუთეულში.

 

მოკლედ, როგორც ხედავთ, ვარსკვლავებმა თავი არ დაზოგეს გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა სათანადოდ დააფასეს. შეგახსენებთ, რომ წიგნი 2012 წელს გამოვა.