ჟან რენო მამა გახდა მეექვსედ! თანაც 63 წლის ასაკში! მას სრულიად ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა მესამე მეუღლისგან, რუმინელი მოდელისგან, 39 წლის სოფია ბორუკასგან. ბიჭუნას დინი დაარქვას.
წინა ორი ქორწინებიდან ჟანს 4 შვილი ჰყავს. მათი ასაკი 13-დან 33 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება სოფიასთან ოჯახურ ცხოვრებას - მასთან ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ორი შვილი ჰყავს.
”ერთადერთი იმაზე მწყდება გული, რომ, როცა ჩემ უმცროს ბიჭს 10 წელი შეუსრულდება, მასთან ფეხბურთის თამაში გამიჭირდება” - ამბობს ინტერვიუში რენო.