კახა კუკავა: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების ეშინია

კახა კუკავა: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეების, თბილისელების ეშინია

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა  იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს კულტურის სამინისტროს ჩიხთან ახალგაზრდებთან ერთად იმყოფება.

 კუკავას განცხადებით, 9 წელი ელოდებოდნენ ამ დღეს და დღეიდან მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 6 000 პოლიციელის მობილიზება დასჭირდა, რომ იუსტიციის სახლთან მისასვლელი ყველა ჩიხი გადაეკეტა.

„მას საქართველოს მოქალაქეების,  თბილისელების ეშინია“, - განაცხადა  კუკავამ და აღნიშნა, რომ „დღეიდან მიხეილ სააკაშვილი არის დევნილი, ძებნილი, ძებნილი იმ დანაშაულებისათვის,  რომლებსაც 9 წლის განმავლობაში სჩადიოდა.“