ვანო მერაბიშვილი გიორგი ტუღუშს და სასჯელაღსრულების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა

ვანო მერაბიშვილი გიორგი ტუღუშს და სასჯელაღსრულების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს გიორგი ტუღუშს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე, სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე და მისი ახალი კადრებით დაკომპლექტებაზე. ვანო მერაბიშვილის განცადებით, საქართველოს მთავრობა არ დაზოგავს არც ფინანსურ და არც ადამიანურ რესურსებს, რათა მოხდეს პენიტენციალური სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება და მომავალში გამოირიცხოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტები.

გიორგი ტუღუშმა პრემიერ-მინისტრს მოახსენა პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარების და მომავალში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მისი განცხადებით ამჟამად ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სრული სიმშვიდე არის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 2000-მდე ადამიანმა ისარგებლა დაკავებულებთან პაემნის უფლებით და ეს სერვისი, ისევე როგორც სხვა სერვისები შეუფერხებლად მუშაობს. მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება სისტემის ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტება, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება ხელფასების გაზრდა, რათა მოხდეს სისტემაში ღირსეული კადრების მოზიდვა.