აქციის მონაწილეებმა პოლიციელთა კორდონი  გაარღვიეს, ისინი  ფილარმონიიდან იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეებმა პოლიციელთა კორდონი გაარღვიეს, ისინი ფილარმონიიდან იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან

ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით თბილისის ახლადგახსნილი იუსტიციის სახლისკენ დაიძრნენ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ,  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტთან კითხვები აქვთ.

„ყველა უბედურებაზე,  რომელიც საზოგადოებამ ამ დღეებში იხილა, პასუხისმგებელი ქვეყნის პრეზიდენტია დ ის ვალდებულია ჩვენს კითხვებს უპასუხოს“, - განაცხადა ცაგურიამ.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ქუჩაში რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე ტრანსპარანტებით - „არ აწამო“ და „ჩამოშორდი მკვლელებს“ გადაადგილდება.

მსვლელობის მონაწილეებს რიგითი გამვლელებიც უერთდებიან.

ფილარმონიიდან იუსტიციის სახლისკენ დაძრულმა აქციის მონაწილეებმა მშრალ ხიდთან საპატრულო პოლიციის კორდონი გაარღვიეს. 
ახალგაზრდები, რომლებიც აქციის გამართვას იუსტიციის სახლის წინ აპირებდნენ, თავდაპირველად ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ გაატარეს, თუმცა მანიფესტანტებმა პოლიციელთა კორდონი მალევე გაარღვიეს. 

ამ წუთებში იუსტიციის სახლის წინ, კულტურის სამინისტროს გვერდით მდებარე ჩიხში, მტკვრის ქუზაზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული. იქ ასობით ახალგაზრდაა მოსული, რომლებიც აპირებდნენ იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვას.
იუსტიციის სახლის წინ მოძრაობა შეზღუდულია.