ინგლისელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი ერიკ კლეპტონი თანამედროვე გერმანელი მხატვრის გერჰარდ რიხტერის, ერთ-ერთ, ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარს ყიდის.
კლეპტონის კუთვნილი რიხტერის „აბსტარქტული ფერწერა“ ლონდონში თანამდეროვე ხელოვნების აუქციონზე 12 ოქტომბერს გაიყიდება. ის Sotheby's-ის აუქციონზე ძირითადი ტოპ-ლოტი იქნება.
„აბსტარქტული ფერწერა“ (809-4) 1994 წელს შეიქმნა. სავარაუდოდ კლეპტონი ხელოვნების ნიმუშის გაყიდვიდან 14-18 მლნ დოლარს მიიღებს.
რიხტერის ეს ნახატი, სამუზეუმო ნამუშევრად არის მიჩნეული. ის, მუსიკოსმა 2001 წელს 3,4 მილიონ დოლარად შეიძინა. მასთან ერთად კლეპტონმა იმავე სერიიდან - „აბსტრაქტული ფერწერა“, ორი ტილო შეიძინა. ამ სერიაში სულ ოთხი ნახატი შედის.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რიხტერის გაყიდული თითო ნამუშევრის ღირებულება 10 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა. 2011 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი Kerze რეკორდულ ფასად, 16,6 მლნ დოლარად გაიყიდა. თავად რიხტერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებებზე არსებული ფასები აბსურდულია.