„საშინელებათა მეფე“  დღეს იუბილარია

„საშინელებათა მეფე“ დღეს იუბილარია

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი 65 წლის გახდა, ის  60-ამდე რომანის ავტორია და ცნობილია როგორც „საშიში ისტორიების დიდი ოსტატი.“

სტივენ კინგი  1947 წელს პორტლენდში დაიბადა. ბავშვობაში მას ძალიან უყვარდა საშიში ისტორიების მოსმენა, რასაც ისმენდა იწეარდა კიდევაც, პირველი ჩანაწერი 7 წლის ასაკში გააკეთა.  პირველი ნაწარმოები კი,  18 წლისამ გამოაქვეყნა. დღეს სტივენ კინგი ყველაზე რეიტინგულ ამერიკელ მწერლად ითვლება, არც ერთი ამერიკელის წიგნი არ გაყიდულა ისეთი დიდი ტირაჟით, როგორც სტივენ კინგის.  მისი რომანების მიხედვით ჰოლივუდში არაერთი  ფილმია გადაღებული. მათ შორის, „მკვდარი ზონა“, „მწვანე მილი“, „საიდუმლო ფანჯარა“, „გაყინული გულები“, „ნათება“ , „ტომარა ძვლებით“ და ა.შ.

IMDB-ს რეიტინგის მიხედვით ყველა დროის საუკეთესო ფილმი, „გაქცევა შოუშენკიდან“, კინგის რომანის მიხედვითაა გადაღებული.

კინგი ყოველდღე წერს და წელიწადში მხოლოდ 3 დღე ისვენებს: შობას, 4 ივლისს (აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე) და საკუთარ დაბადების დღეზე.  მწერალი ჩვეულებრივ ორ ნაწარმოებზე  ერთდროულად მუშაობს.