ბათუმელი ადვოკატები საქმის გამძიებასა და ბაჩო ახალიას გადადგომას ითხოვენ

ბათუმელი ადვოკატები საქმის გამძიებასა და ბაჩო ახალიას გადადგომას ითხოვენ

ბათუმში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებმა  პატიმრების  წამების ფაქტები გააპროტესტეს.  მათი თქმით, ეს არის არაადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ და აუცილებელია ამ ფაქტების ობიექტური გამოძიება.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები სახელმწიფოსგან აღნიშნული დანაშაულებების ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ იმისთვის,რომ საქართველომ საერთაშორისო  საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულოს, საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს შს მინისტრის ბაჩო ახალიას თანამდებობიდან გადაყენება.

„ჩვენ ყველა ადვოკატი ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც განხორციელებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ჩვენ ყველა ადვოკატი, რომლებსაც გული შეგვტკივა იმ არაადამიანურ და დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილია, მზად ვართ დავიცვათ პატიმართა უფლებები და მივაღწიოთ იმას, რომ მაქსიმალურად იქნას გამოძიებული ეს საქმეები და აღნიშნულ დანაშაულს მიეცეს ორი სამართლებრივი შეფასება“,-აცხადებს ადვოკატი მზია დიასამიძე.