ვლადიმერ ბედუკაძე:  პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე ციხეში წამების დროს შემოაკვდათ

ვლადიმერ ბედუკაძე: პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე ციხეში წამების დროს შემოაკვდათ

 ამის შესახებ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების კადრების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ "ობიექტივს" განუცხადა.

 მისი თქმით, მკვლელობის დამკვეთები ახალაია და მეგის ქარდავა არიან.  მკვლელობა ალექსანდრე მუხაძემ და ოლეგ ფაცაციამ განახორციელეს.

 "მე ეს განცხადება მინდოდა ხვალ გამეკეთებინა, მაგრამ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა. ბატონი სერგო თეთრაძის გარდაცვალება, რომელიც იყო დაზვერვის პოლკოვნიკი, გაუპატიურებაში უშუალოდ შემოაკვდა ალექსანდრე მუხაძეს. პირადად ალექსანდრე მუხაძემ გააუპატიურა რეზინის ხელკეტით. ამას პირადად ალექსანდრე მუხაძე იღებდა ახალაიასთვის და ეს კასეტა თვითონ აქვს. ამის ჩანაწერი მე არ მაქვს. ეს უკვე არის იმ ვიდეოთა შორის, რომელიც საინტერესო იყო ახალაიასთვის. თეთრაძის გასამართლება სამშობლოს ღალატის მუხლით უნდოდათ და ამით ახალი ქულების დაწერა უნდოდათ სააკაშვილთან, რომ ასე სჯიან მოღალატეებს. მე ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი სერგო თეთრაძის ოჯახთან ასეთი ფაქტების გახმაურებისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ როგორც კი წავა სააკაშვილის ხროვა ხელისუფლებიდან, ბევრი დეტალი გახდება ცნობილი თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თეთრაძის მკვლელობის დამკვეთი ახალაია და მეგის ქარდავა არიან, შემსრულებელი არის ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია, რეჟიმის განყოფილების უფროსი", - განაცხადა ბედუკაძემ.

 მისივე თქმით, ის მზად არის, რომ თუ დაინიშნება სასამართლო, მოწმის სახით გამოცხადდეს და მოყვეს ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება.