გლდანის N8 საპყრობილის განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია დააკავეს

გლდანის N8 საპყრობილის განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია დააკავეს

მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, დღეს არასრულწლოვანთა გლდანის N8 საპყრობილის განყოფილების ინსპექტორი კობა ჩიკვატია დააკავეს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურორის განმარტებით დაკავებულს ბრალად პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება ედება.

„ჩიკვატიას, ადრე დაკავებულ ათ პირთან ერთად, უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა“, - დასძინა მან.