ვლადიმერ ბედუკუკია: ის კადრები, რომლებიც მე დამიგროვდა დაწუნებული მასალაა

ვლადიმერ ბედუკუკია: ის კადრები, რომლებიც მე დამიგროვდა დაწუნებული მასალაა

"შინაგან საქმეთა  სამინისტროს მიერ პატიმართა ძალადობაზე გავრცელებული კადრები დადგმული სპექტაკლი იყო, რომელმაც ბოლო დღეებში მოვლენები დააჩქარა“ - ამის შესახებ გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ „ობიექტივის“ ეთერში „სკაიპის“ მეშვეობით განაცხადა, რომელიც აჟამად ძებნაში იმყოფება.

ბედუკაძის თქმით, ვიდეოკადრებში შერჩეული, „უფრო საინტერესო ადამიანები“ უნდა ასახულიყო.

„მაგალითად, სააკაშვილის იდეოლოგიური მტრები, რომლებმაც გაბედეს და სააკაშილის ხელისუფლებას შეეწინააღმდეგენ. ისინი სამაგალითოდ უნდა დასჯილიყვნენ და მათზე უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარებულიყო, ვიდრე სხვა პატიმრების მიმართ“, - განაცხადა ბედუკაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ თანამშრომელს საპყრობილეში ვიდეოკამერით სარგებლობის უფლება არ აქვს, რადგან კანონი ვიდეოგადაღებას კრძალავს.

ბედუკაძის თქმით, ის გადაღებას ღიად, ხელმძღვანელის დავალებით, წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდა. ის კადრები, კი რომელიც დაუგროვდა, მისი განმარტებით, დაწუნებული მასალაა.

„მათთვის ისინი ღირებულებას არ წარმოადგენდა და ყურადღება არ მიაქციეს. დანარჩენი მასალები, რომლებიც მათთვის უფრო ღირებულია, შს მინისტრის ბაჩო ახალაიას „სეიფშია“, თუმცა, დადგება დრო მათი გამოქვეყნების. იმ მასალებში წამების, მკვლელობების, სექსუალური ძალადობის და სხვა მრავალი ფაქტებია გადაღებული. “ - აღნიშნა ბედუკაძემ.