ომბუდსმენის აპარატი: რუსთავისN6 დაწესებულებაში პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გადავამოწმებთ

ომბუდსმენის აპარატი: რუსთავისN6 დაწესებულებაში პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გადავამოწმებთ

სახალხო დამცველის აპარატი რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმრის ცემის შესახებ ინფორმაციით უკვე დაინტერესდა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით,  ისინი  ინფორმაციას ადგილზე გადაამოწმებენ.

„ყველა ინფორმაციას, რომელიც პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას უკავშირდება ჩვენ ადგილზე ვამოწმებთ. ეს პროცესი გუშინ სხვადასხვა დაწესებულებაში გვიანობამდე გაგრძელდა. აღნიშნული ფაქტის შესახებაც მივიღეთ ინფორმაცია და მასაც ადგილზე შევამოწმებთ“,  - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.

რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, გოდერძი კიკნაძის დედა საპატიმროს თანამშრომლებს შვილის სასტიკად ცემაში ადანაშაულებს.

როგორც კიკნაძის დედამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობა, მის შვილს საკანში,  წუხელ, გვიან ღამით, მას შემდეგ შეუვარდნენ, რაც მან მკვლელობაში, რომელშიც ბრალს თავად სდებენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია დაადანაშაულა.