ევროკავშირი პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით შოკირებულია

ევროკავშირი პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით შოკირებულია

ევროკავშირი გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით შოკირებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის“,  - აღნიშნულია განცხადებაში.