გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას პატიმარი და დაკავებული მოზარდების დაცვისკენ მოუწოდებს

გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას პატიმარი და დაკავებული მოზარდების დაცვისკენ მოუწოდებს

ქართული ტელევიზიების მიერ ციხეებში პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელებამ, პროტესტი საერთაშორისო ორგანიოზაციებშიც გამოიწვია. ამ ფაქტს გაეროს ბავშვთა ფონდიც გამოეხმაურა.

„გაეროს ბავშვთა ფონდი მკაცრად გმობს ბავშვთა უფლებების დარღვევას პენიტენციალურ სისტემაში, რაც დოკუმენტირებულ გადაიცა ბოლო პერიოდის საინფორმაციო გამოშვებებში. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას დაიწყოს სრულყოფილი გამოძიება პატიმარი და დაკავებული მოზარდების ცუდი მოპყრობის ფაქტების შესახებ. საქართველოს მთავრობამ უნდა უზურუნველყოს  ყველა ბავშვის დაცულობა და უსაფრთხოება მათ შორის მათიც, ვინც შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ძალადობის მოწმე საპატიმრო ადგილებში. მთავრობამ უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა უფლებები“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.