„მაესტროს“ ინფორმაციით, რუსთავის N6 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

„მაესტროს“ ინფორმაციით, რუსთავის N6 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის #6 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვლილი პატიმარი გვარად წიგნაძეა, პატიმრის გარდაცვალების თაობაზე კი მათ თავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებისგან შეიტყვეს.