მამუკა არეშიძე:  ჩვენ გადავარჩენთ გარდაბანს გაუდაბნოებისგან

მამუკა არეშიძე: ჩვენ გადავარჩენთ გარდაბანს გაუდაბნოებისგან

დღეს, სოფელ მარტყოფში გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა არეშიძემ   პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ კიდევ ერთი შტაბი გახსნა.

ახლად გახსნილ შტაბში შედგა შეხვედრა მარტყოფის მოსახლეობასთან, რომლებმაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფლის და ზოგადად გარდაბნის რაიონის პრობლემები გაუზიარეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია  პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“  გამარჯვება, რათა თქვენ, გარდაბნის რაიონის მოსახლეობამ და სრულიად საქართველომ ღირსეულ პირობებში იცხოვროთ. ჩვენ აღვადგენთ ინფრასტრუქტურას, ვუზრუნველყოფთ მსხვილი მეურნეობების შექმნას, სამართლიანად გადავანაწილებთ მიწებს და ერთხელ და სამუდამოდ გადავარჩენთ გარდაბანს იმ დიდი საფრთხისაგან, რასაც გაუდაბნოება ჰქვია, რომლის წინაშეც დღეს გარდაბანი რეალურად დგას - განუცხადა მარტყოფელებს მამუკა არეშიძემ.