ცესკოს უარი „ღია დემოკრატიის კომიტეტს“

ცესკოს უარი „ღია დემოკრატიის კომიტეტს“

ამერიკულ ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტს“  საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი უთხრეს.   შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  მიიღო.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“  წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით,  ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილებით, დემოკრატიის ფონზე მოულოდნელი ვითარება შეიქმნა.

პრესკონფერენცია „ინტერპრესნიუსის“ საკონფერენციო დარბაზში 13:00 საათზე დაიწყება.

კომიტეტი 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას აპრილიდან ახორციელებს.