ლეონიდ თიბილოვი: სერიოზული ინფორმაცია გვაქვს, თუ რა ზრახვები აქვთ საქართველოში

ლეონიდ თიბილოვი: სერიოზული ინფორმაცია გვაქვს, თუ რა ზრახვები აქვთ საქართველოში

ოსური მედიის ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე  ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ  თიბილოვმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ქართულ მხარეს სერიოზული სამხედრო მზადება აქვს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზრახვები აქვთ საქართველოში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ლენინგორის რაიონის მიმდებარედ, საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებს. ყველა საზღვრისპირა ქართულ სოფელში კი,  ცეცხლსასროლი იარაღის შემნახველი საწყობები კეთდება.  ეს ყველაფერი კი,  სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

თიბილოვის თქმით, ისინი ყოველთვის ემხრობოდნენ და ახლაც ემხრობიან მშვიდობას.

„ომს კარგი არასდროს არაფერი მოაქვს. მას მოაქვს მსხვერპლი ორივე მხრიდან, ხოლო ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხი დავიცვათ. დღეს „იარაღის ჟღარუნის“ დრო არ არის და პროვოკაციებზე, რომელიც საქართველოსგან არის მოსალოდნელი, პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მთავრობა იქნება“, - განაცხადა თიბილოვმა.