ჯიბლაძე: „ოცნება“ და „ნაცები“ „ლეიბორისტული პარტიის“  აქტივზე ძალადობასა და მოსყიდვას ახორციელებენ

ჯიბლაძე: „ოცნება“ და „ნაცები“ „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივზე ძალადობასა და მოსყიდვას ახორციელებენ

"ლეიბორისტებმა“  „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის გამო, თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ტეტუნაშვილი და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ავალიანი მოხსნეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა,  პაატა ჯიბლაძემ პრესკონფერენცია გამართა.

ჯიბლაძის განცხადებით, ამავე მიზეზით დათხოვნილია თეთრიწყაროს და წალკის საარჩევნო ოლქებში პარტიიდან წარდგენილი კომისიის წევრების სრული შემადგენლობა.

„სააკაშვილის „ნაცები“ და ივანიშვილის „ოცნება“ ზუსტად ერთნაირი ბინძური მეთოდებით იბრძვიან არჩევნების გაყალბებაში პირველობისთვის, რისთვისაც ადგილებზე „ლეიბორისტული პარტიის“  აქტივზე ახორციელებენ  შესაბამისად ძალადობასა და მოსყიდვას. მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს,  განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ ეს რეგიონები დღეიდანვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მომხდარ ფალსიფიკაციაზე პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრებათ“, - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.