„თავისუფალი საქართველო “ სასწრაფოს ცენტალიზებული წესით გამოძახებას აპროტესტებს

„თავისუფალი საქართველო “ სასწრაფოს ცენტალიზებული წესით გამოძახებას აპროტესტებს

"თავისუფალი საქართველოს“დედოფლისწყაროს შტაბი სასწრაფოს ცენტალიზებული წესით გამოძახებას აპროტესტებს. ამის შესახებ პარტიის დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თამილა გურაშვილმა აცხადებს.

მისი თქმით, დედოფლისწყაროს საავადმყოფო - პოლიკლინიკის გაერთიანება  2011 წელს შეისყიდა ებრაულმა ფირმამ „ადითმა“, რომლის მფლობელობაშიც ცაკლე განყოფილებად მყოფი  გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც შევიდა.

გურაშვილის ინფორმაციითვე, რამდენიმე თვეში შპს „ადითმა“  სასწრაფო გადაუდებელი სამსახური  ხელშეკრულებით რეფერალური დახმარების სამსახურს გადასცა.

„სასწრაფოს გამოძახება ხდება 112-ზე ზარის განხორციელების მერე, ცენტრალიზებული წესით, რის შემდეგაც თბილისიდან ხდება აქ ადგილზე გადმოცემა მისამართის და მხოლოდ ამის მერე გადის ბრიგადა დასახმარებლად. ეს რა თქმა უნდა, არის დროსთან დაკავშირებული“, - აღნიშნა გურაშვილმა.

მისივე თქმით, საწრაფო და გადაუდებელი ნიშნავს საწრაფო დახმარებას, ავადმყოფის სიცოცხლეს ხან წუთები წყვეტს და აღნიშნა, რომ იყო რამდენი  შემთხვევა, როდესაც სასწრაფო ბრიგადის დაგვიანების გამო პაციენტი გარდაიცვალა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს.

„მოვითხოვთ, შესაბამისმა სამსახურებმა მიიღონ გადამჭრელი ზომები, გააუქმონ ეს ჩინოვნიკური, საფეხურებრივი დოკუმენტი და გამოძახება კვლავ მოხდეს ადგილობრივი ნომრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოგვარებაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სახელმწიფოს გულგრილ და ზერელე დამოკიდებულებაზე საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა გურაშვილმა.