დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა გამყალბებლის  მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები დაარიგეს

დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა გამყალბებლის მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები დაარიგეს

კამპანიის „გასაყალბებელი კიდევ ბევრიას“ ფარგლებში,  დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა  საქართველოს ფოსტის მეშვეობით, პირებს რომლებიც,  მათი თქმით, არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობენ,  გამყალბებლის  მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები გაუგზავნეს.

ჯგუფის ერთ-ერთი  ლიდერის გიორგი აფხაიძის განცხადებით, გამყალბებლის მეორე და მესამე ხარისხის დიპლომანტებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია, ტყიბულის დეპუტატობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი და სხვა პირები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ არიან ჩართული.

„რამდენიმე დღის წინ,  გამყალბებლის პირველი ხარისხის სიგელები გავუგზავნეთ ხათუნა გოგორიშვილს, მიხეილ მაჭავარიანს, პეტრე ცისკარიშვილს და სხვა პირებს“,  - განაცხადა აფხაიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ საარჩევნო სიებში არსებული დარღვევები არ აღმოიფხვრება დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფი გამყალბებლის პირველი ხარისხის დიპლომს ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს გადასცემენ.