ირაკლი ალასანია  სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ალასანია სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა

"ქართულ იოცნების“  ზუდგიდის  მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  დღეს, დეპუტატობის კანდიდატმა კოალიციის განათლების, დასაქმებისა და  ჯანდაცვის  პროგრამები სოფელ დარჩელის მოსახლეობას გააცნო. ალასანიამ განსაკუთრებული ყურადღება კი ზუგდიდის ეკონომიკის განვითარებაში ასი მილიონის ჩადებასა და „ქართული ოცნების“  მიერ იმ ერთ მილიარდი  დოლარის გამოყოფაზე გაამახვილა, რომელიც   სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაიხარჯება.  მისივე  განცხადებით, ზუგდიდში აშენდება რეგიონალური მასშტაბის სამედიცინო ცენტრი, რომელიც უფასოდ მოემსახურება ზუგდიდელებს და აფხაზებს. 

„როგორც კი  ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აღდგება სამართალი, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. გაუქმდება კუდი და სოდი. დარჩება პოლიცია, უშიშროება და ჯარი, რომელიც  საზოგადოებას მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

დღესვე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია სოფელ შამგონას და ახალსოფელის მოსახლეობას შეხვდება, ასევე შეხვედრებს ზუგდიდის სხვადსხვა უბნებში გამართავს.