ვიაჩისლავ ჩირიკბა: ჟენევის პროცესი კრიზისშია

ვიაჩისლავ ჩირიკბა: ჟენევის პროცესი კრიზისშია

სააგენტო „აპსნიპრესის“ ინფომაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით უკმაყოფილოა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხდა, რომ ჟენევის პროცესი კრიზისშია.

„ჟენევის პროცესი კრიზისშია. ჩვენ რამდენიმე პარამეტრში რთული სიტუაცია გვაქვს. ჯერ არ გვინდა დასკვნების გამოტანა, მაგრამ საჭიროა სერიოზული განხილვა, რათა გავიგოთ, სწორად მივდივართ, თუ არა და არის თუ არა საჭირო, რაიმე ცვლილება შევიტანოთ ფორმატში. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს მოტივაცია და კეთილი ნება, ყველა არსებული პრობლემა კონსტრუქციულ ჭრილში განვიხილოთ და თუ შესაძლებელია, ისინი კომპრომისის გზით გადავწყვიტოთ“,  - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩისლავ ჩირიკბამ.