„ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება

„ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება

კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ინფორმაციით,  ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვის ემზადება და გაყალბებაში თანამონაწილეობას მხარდამჭერებსაც აიძულებს.

კოალიციის თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ხელისუფლება თავის მხარდამჭერებს აიძულებს,  საცხოვრებელი ადგილის გარდა, კიდევ 5 სხვადასხვა მისამართზე დათანხმდნენ მიწერას, რათა კენჭისყრის დღეს თითოეულმა დამატებით კიდევ 5 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიცეს ხმა.

„მხარდამჭერებს ხმის მიცემის დროს აუცილებელ პირობად უყენებენ,  რომ მობილური ტელეფონით განახორციელონ ვიდეო გადაღება, რათა კოორდინატორებს წარუდგინონ მტკიცებულებად, რომ ხუთიანი შემოხაზეს“, - განაცხადა  ლილუაშვილმა.