„ლაბორატორია 1918

„ლაბორატორია 1918"-ის წევრები დღეს მზიურის პარკში სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელებენ

სტუდენტური ორგანიზაციის „ლაბორატორია 1918"-ის წევრები დღეს მზიურის პარკში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელებენ.

ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა და სტუდენტებმა გუშინ თსუ-ში გამართული აქციის შემდეგ განაცხადეს.

ამასთანავე, სტუდენტური მოძრაობის წევრები საკუთარი მოთხოვნებისა და ულტიმატუმების ოფიციალური წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებას აპირებენ.

შეგასხენებთ, რომ სტუდენტები უნივერსიტეტის ავტონომიას, განთვისუფლებული ლექტორების თსუ-ში დაბრუნებას, სწავლის გადასახადის შემცირებას, რეგენტთა საბჭოსა და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანის ანდრო ბარნოვის გადადგომას მოითხოვენ.