თინა ხიდაშელი მხარდამჭერებთან ერთად, დავით გარეჯის მამათა მონასტერს ეწვია

თინა ხიდაშელი მხარდამჭერებთან ერთად, დავით გარეჯის მამათა მონასტერს ეწვია

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოში თინა ხიდაშელი, მხარდამჭერებთან ერთად, დავით გარეჯის მამათა მონასტერს ეწვია. მასთან ერთად კოალიციის შტაბის წევრებიც იყვნენ, რომლებმაც მონასტრის კომპლექსში მუზეუმის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

ხიდაშელის განმარტებით, რადგან პარტიის წევრებს, კანონის თანახმად, დახმარების სხვა საშუალება არ გააჩნიათ, კოალიციის წარმომადგენლებმა მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს.

დღესვე ხიდაშელმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ მოგვარებას დაპირდა.

„ეს ერთადერთია, რითიც შეგვიძლია, ამ ხალხს გვერდში დავუდგეთ - ფიზიკურად მათთან ერთად ვიშრომოთ. არა მარტო ერთად უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიშრომოთ კიდეც, ასე რომ, ერთის მხრივ ამ ადამიანებს დავეხმარეთ. მეორეს მხრივ, მათი პრობლემები მოვისმინეთ“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.