ტომ კრუზის ახალი როლი

ტომ კრუზის ახალი როლი

უახლოეს მომავალში ამერიკელი კინორეჟისორი ჯოზეფ კოსინსკი ახალი სურათის გადაღებას შეუდგება. ამ პროექტის სახელწოდებაა “ჰორიზონტები” და ფანტასტიურ ფილმთა კატეგორიას განეკუთვნება.

 

სურათის მთავარი გმირის როლს პოპულარული მსახიობი ტომ კრუზი შეასრულებს.

 

ერთ-ერთი გმირი ქალი – ვიქტორია, ჯეკის (ტომ კრუზი) მარჯვენა ხელი და შეყვარებულია. ის დიდ დახმარებას უწევს მას უცხოპლანეტელ თავდამსხმელთაგან პლანეტა დედამიწის გადარჩენის საქმეში.

 

მეორე მთავარი გმირი ქალი კი ჯეკის ცოლი ჯულიაა, ვისთანაც ის დედამიწაზე ცხოვრობდა უცხოების შემოჭრამდე.

 

“სუსტი სქესის” პრსონაჟების დეტალური განხილვა კი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამ დღეებში ამ ფანტასტიკურ ფილმში ამ როლების მისაღებად შემდეგი ცნობილი ქალი მსახიობები იბრძვიან: ოლგა კურილენკო (“შეწყალების კვანტუმი”), ოლივია უაილდი (“ტრონი: მემკვიდრეობა”), ნუმი რაპასი (“ქალიშვილი დრაკონის სვირინგით”), ჯესიკა ჩესტეინი (“სიცოცხლის ხე”) და ბრიტ მარლინგი (“სხვა მიწა”).