მინესოტას შტატის ყოფილი გუბერნატორი, ტიმ პოლენტი, რომელიც აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების ბრძოლას გამოეთიშა, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორ მიტ რომნის საპრეზიდენტო კამპანიის თანათავჯდომარე გახდა.
„გუბერნატორ პოლენტის მხარდაჭერა - ეს დიდი პატივია“ - ნათქვამია რომნის განცხადებაში - ტიმი ჩემთვის საიმედო მრჩეველი გახდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ტიმი ყოველთვის გამოდოდა გადასახადების დაწევის, სახელმწიფო ხარჯების შემცირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირობების უზრუნველყოფის მხარდაჭერით. მე ვთვლი, რომ მისი თანხმობა - გახდეს ჩემი საარჩევნო კამპანიის თანათავჯდომარე - ჩემთვის დიდი პატივია“
ტელეარხFox News-თვის მიცემულ ინტერვიუში პოლენტიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ანგარება არ არის.
„მე არ განვიხილავ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის როლში ჩემი მონაწილეობის ვარიანტს. ერთხელ მე უკვე გავიარე ეს გზა ჯონ მაკკეინთან ერთად და არ მსურს იგივე გავიმეორო. გავაკეთებ ყველაფერს, რასაც შევძლებ, რათა დავეხმარო მიტს კამპანიის მსვლელობის დროს, თუმცა ჩემს პირად მომავალს ამასთან არ ვაკავშირებ“ - განაცხადა პოლენტიმ.
მან განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმას, რომ რომნის გააჩნია მეწარმეობის გამოცდილება, რაც მას ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას შეაძლებინებს. აქვე მან ხაზი გაუსვა იმს, რომ რომნი შეძლებს გადახედოს ბარაკ ობამას მიერ განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმას.
ადრე პოლენტი თავად აკრიტიკებდა რომნის მის შტატში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის გამო. ექსპერტები ხშირად ავლებენ პარალელს ამ რეფორმასა და ობამას მიერ ნაციონალური მასშტაბით განხორციელებულ რეფორმას შორის.
სიახლეებია რესპუბლიკელების სხვა კანდიდატის საარჩევნო შტაბშიც. კერძოდ, მიშელ ბაკმანაის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ედ როლინსმა თანამდებობა თავის მოადგილესთან ერთად დატოვა. როლინსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება ბაკმანის კამპანიის პოლიტიკურ ან პროგრამულ უთანხმოებას. 68 წლის როლინსის განცხადებით, უბრალოდ ძნელია კვირაში შვიდი დღე, თოთხმეტსაათიან რეჟიმში მუშაობა.
ავღნიშნავთ, რომ როლინსი 1984 წელს როლანდ რეიგანის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო. მაშინ რეიგანმა 50-დან 49 შტატში მოიგო.