ვენეციის 67-ე საერთაშორისო ტრადიციული კინოფესტივალი 11 სექტემბერს დაიხურა. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კვენტინ ტარანტინოს აზრით ეს ფესტივალი თავისი შემადგენლობით, ყველაზე უჩვეულო და უმაღლესი კლასის აღმოჩნდა.
საკონკურსო ჩვენება დარენ არონოფსკის „შავი გედით“ გაიხსნა და მას ფილმის მთავარი გმირები: უაინონა რაიდერი და ნატალი პორტმანიც ესწრებოდნენ.
კინოფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იყო 24 ფილმი. მათ შორის, სოფი კოპოლას „სადღაც”, მონტე ჰელმანის „გზა არსაით“, კელი რიჰარდის „მიკის ბილიკი“, ვინსენტ გალოს „წყალზე დაწერილი დაპირებები“, ჯულიან შანაბელის „მირალი“ და რიჩარდ ლუისის „ბარნის ვერსია“.
ვენეციის ყოველწლიური კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, “ოქროს ლომი” რუსი რეჟისორის, ალექსანდრ სოკუროვის ფილმმა “ფაუსტი” დაიმსახურა.
სოკუროვმა, რომელმაც ჯილდო ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორის, დარენ არანოფსკის ხელიდან მიიღო, მადლობა მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს გადაუხადა.
“ფაუსტის” სცენარი გოეთეს ამავე სახელწოდების ნაწარმოების პირველ ნაწილს ეფუძნება. ფილმის სცენარი იური არაბოვმა დაწერა. ფაუსტის როლი გერმანელმა იოჰან ცაილერმა შეასრულა, ხოლო მეფისტოფელი ანტონ ადასინსკიმ ითამაშა
„ვერცხლის ლომი“ ნომინაციისთვის „საუკეთესო რეჟისურა“ ესპანელმა რეჟისორმა ალექსი დე ლა იგლესიმ მიიღო, მანვე აიღო პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.
ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი“ გაიმარჯვა ვინსენტ გალომ ფილმში „გარდაუვალი მკვლელობა“, რომელშიც იგი თამაშობს ტერორიზმში ეჭვმიტანილის როლს.
საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება მოიპოვა არიანა ლებედმა, ბერძენმა მსახიობმა, ფილმში „ათერნბერგში“ შესრულებული როლისთვის.