“ჯეოსტარი 2011" წლის შესარჩევი კასტინგმა რეგიონებში მარინა ბერიძის გარეშე ჩაიარა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა ბერიძემ განუცხადა, ჯიურის ნახევარფინალში შეუერთდება.
"ვერ ვხვდები, ჩემი რატომ ეშინიათ. მითხრეს, რომ ბავშვები ჩემ წინაშე კომპლექსდებოდნენ, ეშინოდათ და ისე ვერ ასრულებდნენ, როგორც საჭირო იყო. თურმე, ამაში მე ვყოფილვარ დამანშავე, ამიტომ წელს საზოგადოებისთვის საყვარელ ახალგაზრდებს დავუთმეთ და იმედი გვაქვს, იმათთანაც მსგავსი ფაქტები არ განმეორდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ჯეოსტარი 2011"-ის ჟიურის წევრები მომღერლები სოფო ხალვაში, გიგი დედალამაზაშვილი და ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე არიან.
"ჯეოსტარი 2011"-ის შესარჩევი კასთინგი რეგიონებში უკვე დასრულდა. ამჯერად ჟიურის წევრები მონაწილეებს თბილისში აარჩევენ.