გოგი ხუციშვილი: NDI -ის კვლევის შედეგი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე არალოგიკურია

გოგი ხუციშვილი: NDI -ის კვლევის შედეგი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე არალოგიკურია

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI -ის კვლევის შედეგების, კონკრეტულად კი, რუსეთთან ურთიერთობის  მოგვარების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“,  21% კი,  ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ შეძლებს აცხადებს, რომ კვლევის შედეგები ლოგიკასთან შეუსაბამოა.

კონფლიქტოლოგს კვლევის ეს ნაწილი უცნაურად ეჩვენება და ამ მონაცემებს ნდობას არ უცხადებს.

„ეს  საკვირველი  შედეგია.  „ნაც.მოძრაობა“ ამბობს,  რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება არ გვინდა,  არ შეიძლება და შეუძლებელიაო,  ბიძინა ივანიშვილი კი, ამბობს, რომ  რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება  შესაძლებელია და ამას გავაკეთებო.  ეს მონაცემი ძალიან არალოგიკურია.  გამოკითხულთა 24 %, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს,  არალოგიკურად მსჯელობს. „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ეს პრობლემა არ გვარდებაო.  მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ძალა „ქართულ ოცნებას“ შესწევს. ამ მხრიდან,  არის მზაობა, ზრახვა და მონდომება ამ საკითხის მოწესრიგებისა,  ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკება შედგეს.  იქ კიდევ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, 21% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“, 2% -„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, 8% - არცერთი, 38%-მა არ იცის, ხოლო 6%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.