გია ყრუაშვილი: ირაკლი ეზუგბაია რკინიგზელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აიძულებს

გია ყრუაშვილი: ირაკლი ეზუგბაია რკინიგზელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აიძულებს

ირაკლი ეზუგბაია რკინიგზელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აიძულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ყრუაშვილი ავრცელებს.

 „გასულ კვირას ხარაგაულში იმყოფებოდა „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. მან შეხვედრა გამართა რკინიგზის თანამშრომლებთან და პირადად წარუდგინა ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან მამუკა ჭყოიძე.

 აღსანიშნავია, რომ შეხვედრის წინ რკინიგზის თანამშრომლებს მოთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურების ჩაცმა.

 ირაკლი ეზუგბაიამ პირდაპირ მოუწოდა საკუთარ თანამშრომლებს, რომ მხარი დაუჭრიონ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს. თანამშრომელთა მხრიდან, ხელმძღვანელის მიერ გაცემული რეკომენდაცია, ბუნებრივია, აღიქმება ზეწოლად“, - აცხადებს ყრუაშვილი.

 მისივე თქმით, მომხდარი არ წარმოადგენს გამონაკლისს. საქართველოში პერმანენტულად აქვს ადგილი სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ პროპაგანდას და საკუთარ თანამშრომლებზე ზეწოლას.

 პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს არჩევნების გამჭვირვალობაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ მომხდარით და შეისწავლონ უწყების ხელმძრვანელების მხრიდან სახელისუფლებო პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ პროპაგანდის ფაქტები.NDI: სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცსკ-ის მუშაობას გამოკითხულთა 3% - ძალიან კარგად, 4% კი ძალიან ცუდად აფასებს

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცსკ-ის მუშაობას გამოკითხულთა 3% - ძალიან კარგად, 4% კი ძალიან ცუდად აფასებს. აღნიშნული შედეგი NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომლის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა. 

ამავე სტრუქტურის მუშაობა გამოკითხულთა 14%-ის მიერ კარგად, 24%-ის მიერ საშუალოდ, 9%-ის მიერ კი ცუდად შეფასდა, 39%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 7% - პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება ცსკ-ს, გამოკითხულთა 15% - კარგად, 32%^- საშუალოდ, 12% კი ცუდად აფასებს, 28%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 7% კი პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.