ხიდაშელი: ივანიშვილისა და ლობისტური კომპანიების  ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია

ხიდაშელი: ივანიშვილისა და ლობისტური კომპანიების ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია

"ბიძინა ივანიშვილისა და ლობისტური კომპანიების  ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მსგავს კომპანიებთან ურთიერთობის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ „ბანკ ქართუზე“ შეტევა განახორციელა.

მისი განმარტებით, ამ პერიოდში ივანიშვილმა ერთ-ერთი უცხოური კომპანია დაიქირავა და აღნიშნა, რომ ის „ბანკ ქართუს“ არა ლობისტურ, არამედ საადვოკატო მომსახურებას უწევდა.

„მე არ ვიცი, ეს ძირითადად შესრულებულ სამუშაოზეა დამოკიდებული, თუმცა ვისაც ამ ტიპის ინფორმაცია აინტერესებს, ის ხელმისაწვდომია და არაფერი დაფარული არ არის", - განმარტა ხიდაშელმა.

ამასთან, მან „ნაციონალური მოძრაობის" ლობისტურ კომპანიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ ძალაზე არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიები, არამედ უცხოეთში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსშიც მუშაობენ.

„სულ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას, აუდიტის სამსახურს, არასამთავრობო ორგანიზაციას თვალში ნაცარი შეაყარონ, რადგან ამბობენ, რომ ლობისტური კომპანიები ქართული სახელმწიფოს ინტერესების სამსახურისთვისაა დაქირავებული. ყველა შესაბამის ხელშეკრულებებზე ხელი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას აქვს  მოწერილი და ფულს სახელმწიფო ხარჯავს. აქ პრობლემა მხოლოდ იმაში კი არა, რომ ეს კომპანიები ქართული სახელმწიფოს ლობირების ნაცვლად, ერთი კაცის პიარზე მუშაობენ, არამედ იმაში, რომ ამ ერთი კაცის და ერთი პოლიტიკური ძალის ლობირებით დაკავებულები არიან საქართველოს უცხოეთში აკრედიტებული აბსოლუტურად ყველა საელჩო, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებითა და დამთავრებული ევროკავშირითა და ბრიუსელით. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს მათ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროება