ჯონ მაკკეინი: ივანიშვილის  სიტყვებს ვიღებთ, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები  გააკეთებენ

ჯონ მაკკეინი: ივანიშვილის სიტყვებს ვიღებთ, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ

სენატორმა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში  გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად, როგორ შეაფასებს საქართველოს მთავრობის ბრალდებას ივანიშვილისადმი, მის პრორუსულობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და  ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთო.

„ჩვენ დღეს შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მან განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ“, - განაცხდა მაკკეინმა.