არეშიძე:  ვიცი ვინ ურეკავდნენ ბაღაკაშვილს და მარგოშვილს და მათ პირობითად ჯამაათს დავარქმევ

არეშიძე: ვიცი ვინ ურეკავდნენ ბაღაკაშვილს და მარგოშვილს და მათ პირობითად ჯამაათს დავარქმევ

ექსპერტ, მამუკა არეშიძის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს ბაღაკაშვილს და მარგოშვილს ავსტრიიდან უცნობი პირები უკავშირდებოდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ ჩამოსვლას. ამის შესახებ მან დღეს For.ge-ს პრესკლუბში  გამართული ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია თუ ვინ ურეკავდნენ მათ, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს.

„არ ვიცი ვის დავალებას ასრულებდნენ ისინი, თუმცა არის რამდენიმე პიროვნება ხეობაში, რომლებიც ურეკავდნენ და ითხოვდნენ მათ ჩამოყვანას. ამ ადამიანებს პირობითად ჯამაათი დავარქვათ“, - განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტმა განმარტებაც გააკეთა ჯამაათთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს იმ ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც  სწავლობენ ყურანს, მაგრამ არ არიან რელიგიურები.

„ასეთი ჯამაათი არსებობს პანკისის ხეობაშიც. რომლებიც შეკრებილნი არიან იქური სალოცავი მეჩეთის გარშემო“, - დასძინა მან.