მაკკეინი: გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულები აღიარებენ

მაკკეინი: გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულები აღიარებენ

„მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ, შეიძლება, მის შედეგებზე დავა დაიწყოს“, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შედეგები დამკვირვებლებმა უნდა განსაჯონ, დამარცხებულებმა კი აღიარონ.

„მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ, შეიძლება, მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.