სააკაშვილი: ვუზრუნველვყოფთ, თითოეული ადამიანის შეხედულება, რადიკალური თუ არარადიკალური გამოხატულ იქნეს

სააკაშვილი: ვუზრუნველვყოფთ, თითოეული ადამიანის შეხედულება, რადიკალური თუ არარადიკალური გამოხატულ იქნეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში სხვადასხვა დონის რადიკალები ყოველთვის იყვნენ, მათ შორის ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად,  არჩევნები  დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით ჩატარდება.

„მანიპულაციები, რა თქმა უნდა, იქნება,  მაგრამ როგორც საქართველო არ გაიყიდება არასოდეს, ასევე დემოკრატია და სიმართლე არ იყიდება და საერთო ჯამში ქართველი ხალხი, საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებით კანონის ფარგლებში გააკეთებს აბსოლუტურად სწორ არჩევანს. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ, როგორც მთავრობა, ვუზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ადამიანის შეხედულება, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადიკალური თუ არარადიკალური, იქნეს გამოხატული და საბოლოო ჯამში საღი აზრი ყოველთვის იზეიმებს საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იგი დარწმუნებულია და ყველა გამოკითხვაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ხალხი არანაირ ესკალაციას არ დაუშვებს.