ქუთაისის სასამართლოში „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი გადადო

ქუთაისის სასამართლოში „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროცესი გადადო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრების ნინო ყურუას, კობა ჯაბუას, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძისა და მიხეილ მესხის სასამართლო პროცესი გადადო. შემდეგ პროცესი 26 სექტემბერს გაიმართება.

პროკურორმა დავით ხარეიშვილმა სასამართლოსთან შუამდგომლობა საკმარისი მოწმეების არქონის გამო დააყენა და ითხოვა, რომ სხდომა 26 სექტემბრისთვის გადადებულიყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნული საქმის რიგით მე-4 სასამართლო სხდომა გაიმართა. წინა შემთხვევებშიც, პროკურორმა სხდომის გადადების შუამდგომლობა, საკმარისი მოწმის არარსებობის გამო დააყენა.

კოალიციის წევრებს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ედებათ ბრალი.