„ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი ისნის რაიონში მოძრაობდა

„ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი ისნის რაიონში მოძრაობდა

„ახალი მემარჯვენეების“ სააგიტაციო ავტობუსი დღეს ისნის რაიონში შეჩერდა. მემარჯვენეების ლიდერები მაჟორიტარობის კანდიდატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად ისნის რაიონის სხვადასხვა უბანში ამომრჩეველს ხვდებოდნენ.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ისნელებს მემარჯვენეების საარჩევნო პრიორიტეტები გააცნო. „ჩვენთვის მთავარია არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და პოლიტიკოსები ერთმანეთს ლანძღვასა და ტალახის სროლაში კი არა, პრობლემების უკეთ გადაჭრის გზებში ეჯიბრებოდნენ. მემარჯვენეების მიზანია ისანში, თბილისში, მთელ საქართველოში ოჯახები შეძლებულად ცხოვრობდნენ და თითოეულ ოჯახს მინიმუმ 1000 ლარი ჰქონდეს თვეში შემოსავალი და არა ოთხ წელიწადში, როგორც ამას ხელისუფლება გპირდებათ,“–განაცხადა შეხვედრაზე დავით გამყრელიძემ.

შეხვედრებს პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძეც ესწრებოდა. ახალგაზრდა მემარჯვენეებმა ისნის მოსახლეობაში სააგიტაციო ფურცლები დაარიგეს.